რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სერხიო რამოსი – "რეალის" მეხუთე კაპიტანი ბოლო 27 წელიწადში

სერხიო რამოსი – "რეალის" მეხუთე კაპიტანი ბოლო 27 წელიწადში

15-07-2015, 20:25
ავტორი: ZZ
ნახვა: 1226
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სერხიო რამოსი – "რეალის" მეხუთე კაპიტანი ბოლო 27 წელიწადში
ახალი ლიდერი...

იკერ კასილასის წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს. სერხიო რამოსი მეხუთე ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 27 წელიწადში მადრიდული გრანდის კაპიტნის სამკლავურის ტარების პატივი აქვს.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის მე–7 და მე–8 თასი მაშინ მოიგო, როცა გუნდის კაპიტანი მანუელ სანჩისი გახლდათ. შემდეგ კაპიტნის სამკლავური ფერნანდო იეროს გადაეცა. "ბლანკოსმა" ევროარენაზე კვლავ წარმატებას მიაღწია. მოგვიანებით, იეროს მემკვიდრე რაულ გონსალეს ბლანკო გახდა, რომელიც "რეალს" 2003–2010 წლებში კაპიტნობდა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში "სამეფო კლუბის" კაპიტანი იკერ კასილასი იყო, ახლა კი სერხიო რამოსის ჯერი დადგა. ანდალუსიელმა მცველმა მადრიდული გრანდის ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა. იმედს ვიტოვებთ, რომ ის "რეალს" დიდი ხნით უკაპიტნებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.