"რეალი" ფინანსური კრიზისისთვის მზადაა, მაგრამ...

"რეალი" ფინანსური კრიზისისთვის მზადაა, მაგრამ...

მადრიდის "რეალი" კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისთვის მზადაა, მაგრამ გუნდის ფინანსური სტაბილურობა შესაძლოა ოდნავ შეირყეს...

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის შესახებაც აქვე ვისაუბრებთ:

- "რეალი" ეკონომიკური კრიზისისთვის კარგ მზადყოფნაშია, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

- ბოლო რამდენიმე სეზონში "რეალმა" თანხები დაზოგა და თავდაჯერებულია.

- თუმცა, თუ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა გაუქმდება, მადრიდელები დიდ ფინანსურ დანაკარგს მიიღებენ.

- მიუხედავად ამისა, ეს კლუბისთვის კატასტროფული არ იქნება.

- კრიზისი "ბარსელონასთვის" და "ატლეტიკოსთვის" ბევრად წამგებიანი იქნება. მათთვის ფინანსური სტაბილურობის დაბრუნება ბევრად რთული იქნება.

- ეს ფინანსური კრიზისი იმ გუნდებისთვის იქნება დამღუპველი, რომლებიც სატელევიზიო შემოსავლებზე არიან დამოკიდებულნი ("სევილია", "ვილიარეალი", "რეალ სოსიედადი", "ოსასუნა", "მალიორკა") და დიდი დავალიანებები აქვთ ("ალავესი", "ვალიადოლიდი").

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.