კასილასი, რაული, ეტო'ო და სხვები - "რეალის" საუკეთესო აღზრდილების სიმბოლური გუნდი

კასილასი, რაული, ეტო'ო და სხვები - "რეალის" საუკეთესო აღზრდილების სიმბოლური გუნდი

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ "რეალმა" ბევრი ფეხბურთელი აღზარდა, რომლებიც შემდეგში დიდი ფეხბურთელები გახდნენ...

ბევრმა მათგანმა კარიერის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარება მოისურვა. მოდით, ვნახოთ კლუბის მიერ აღზრდილი საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი.

მეკარე: იკერ კასილასი

ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. "ლოს ბლანკოსის" ცოცხალი ლეგენდა. კასილასმა "ბერნაბეუზე" 17 წელიწადი გაატარა, 2015 წელს კი გუნდიდან გაუშვეს.

მარჯვენა მცველი: ჩენდო

ესპანელმა მთელი კარიერა "რეალში" გაატარა. 1982 წლიდან 1998 წლამდე კი 18 ტიტულის მოგება მოახერხა.

ცენტრალური მცველი: გრეგორიო ბენიტო

ლეგენდარულმა მცველმა "რეალში" 13 სეზონი (1969-1982) გაატარა და 420 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბენიტო 2020 წლის 2 აპრილს, თითქმის 10-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ცენტრალური მცველი: მანოლო სანჩისი

სანჩისმა 1983 წლიდან 2001 წლამდე "სამეფო კლუბის" რიგებში 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად ლა ლიგა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო.

მარცხენა მცველი: ალვარო არბელოა

ესპანელმა მადრიდულ გრანდში წარმატებული პერიოდი გაატარა. მან კლუბთან ერთად 2 ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

საყრდენი: ვისენტე დელ ბოსკე

"რეალის" და ესპანეთის ნაკრების ექს-თავკაცი მადრიდელთა მორიგი წარმატებული ფეხბურთელი იყო. დელ ბოსკემ "ბერნაბეუზე" 11 სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 5 ლა ლიგა და 4 სამეფო თასი მოიგო.

ცენტრალური ნახევარმცველი: გუტი

"რეალში" ყოფნის განმავლობაში გუტიმ 3 ჩემპიონთა ლიგა, 5 ლა ლიგა და ბევრი სხვა ტიტული მოიგო. მან ჩემპიონატში 46 გოლის გატანაც მოახერხა. 2008 წლის სექტემბერში კი გუნდის მე-5000 გოლი გაიტანა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ხუან მატა

მიუხედავად იმისა, რომ მან "რეალი" 19 წლის ასაკში დატოვა, მატა პრემიერლიგაში ბრწყინავდა, ხოლო ესპანეთის ნაკრები იმ დროისთვის ბრწყინავდა. მატამ მუნდიალის და ევროპის ჩემპიონატის გარდა, "ჩელსისთან" ერთად 2011/12 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

მარცხენა ფორვარდი: რაული

"რეალის" ლეგენდამ კლუბში გატარებულ 16 სეზონში 741 მატჩი ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა. რაულმა ლა ლიგა 6-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ.

მარჯვენა ფორვარდი: სამუელ ეტო'ო

სამუელ ეტო'ომ, რომელიც "ბარსელონას" ლეგენდაა, კარიერა "რეალში" დაიწყო.

მან აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი 4-ჯერ მოიგო და ამ რეკორდს იაია ტურესთან ერთად ინაწილებს. გარდა ამისა, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ტრიპლეტი ორჯერ მოიგო: "ბარსელონასთან" და "ინტერთან" ერთად.

ცენტრფორვარდი: ემილიო ბუტრაგენიო

კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ბუტრაგენიომ "სამეფო კლუბში" 11 სეზონი გაატარა და 341 მატჩში 123 გოლი გაიტანა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.