სამი ასპექტი, რაც იოვიჩს "რეალისთვის" შესანიშნავ ფეხბურთელად აქცევს

სამი ასპექტი, რაც იოვიჩს "რეალისთვის" შესანიშნავ ფეხბურთელად აქცევს

ზაფხულში სერბი ფორვარდის გაყიდვა შესაძლოა მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე უსამართლო მომენტად იქცეს. ჩვენს პერიოდში ხშირად გაიგონებთ, რომ ის ერთსეზონიანი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ასე არ არის. მოდით, გავიგოთ, თუ რატომ...

- იოვიჩი ახლა 22 წლისაა. სერბეთის უმაღლეს ლიგაში საუკეთესო სეზონი 2014/15 წლებში ჰქონდა, როცა ის მხოლოდ 16 წლის იყო!

- ბუნდესლიგაში ბრწყინვალე იყო. უფრო მეტიც, ევროპის ლიგაზე "აინტრახტთან" ერთად 14 მატჩში 10 (!) გოლი გაიტანა.

- "რეალი" მისთვის კარიერაში პირველი ტოპ-კლუბია, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს. ლუკას მეტი დრო სჭირდება.

აი, რას შეუძლია "რეალში" იოვიჩის დონე აამაღლოს:

1. მოთმინება

ლუკა შესაძლოა მოთმინებამ გადაარჩინოს. ახლა ის იმედგაცრუებულია, მაგრამ თუ "რეალი" სხვა ფორვარდს არ იყიდის, იოვიჩს შანსი ექნება პანიკაში არ ჩავარდეს და ათამაშდეს. მითუმეტეს, ბენზემა ასაკში შედის და სერბს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

2. ზიდანის ნდობა

ზიდანი იოვიჩს შანსს ხშირად არ აძლევდა, როცა მისი თამაშში ჩართვა ლოგიკური და საჭირო იყო. მის სანაცვლოდ დიდძალი თანხა გადაიხადეს და თუ "კლასიკოში" მარიანოს წარმატებას გავიხსენებთ, როგორც ჩანს, ლუკას სხვადასხვა მატჩებში 10 წუთზე მეტი დრო უნდა მიეცეს.

3. ტაქტიკური ცვლილება

"რეალს" "აინტრახტთან" შედარებით განსხვავებული ტაქტიკა აქვს. იოვიჩი გერმანიაში უმეტესად 3-5-2 ტაქტიკაში თამაშობდა. ერთხელაც მან ასეთ ვითარებაში ერთ მატჩში 5 (!) გოლი გაიტანა.

სამი ასპექტი, რაც იოვიჩს "რეალისთვის" შესანიშნავ ფეხბურთელად აქცევს


არავინ იცის, როგორ გარდაქმნის ახალ სეზონში ზიდანი გუნდის თამაშს (გარდაქმნის საერთოდ?), მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ ერთი ტაქტიკური ვარიანტი - სწორედ ისეთი, რომელსაც იოვიჩია მიჩვეული.

ასეთ შემთხვევაში იოვიჩი ბენზემას შემცვლელი კი არა, მეწყვილე იქნება. იოვიჩი სთრაიქერი, ფინიშერია. ხომ არ სჯობს ქარიმმა რონალდუს პარტნიორის პრინციპით ითამაშოს, როგორც ამას ადრე აკეთებდა? ლუკას სივრცეები გაუთავისუფლოს და ასისტებით მოამარაგოს.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.