MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენიტესი: "მიუხედავად კლიმატისა, ავსტრალია - ჩინებული ადგილია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 15-07-2015, 21:44
ბენიტესი: "მიუხედავად კლიმატისა, ავსტრალია - ჩინებული ადგილია"

მეორე საწვრთნელი დღის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

იკერ კასილასმა მადრიდის "რეალი" მრავალი წლის შემდეგ დატოვა...

იკერი - "სამეფო კლუბის" ცოცხალი ლეგენდაა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო მეკარე: ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის გუნდისთვის, მაგრამ მან სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. მე, როგორც მწვრთნელმა კი, ეს მისი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და პატივი ვცე მას. მსურს კასილასს უდიდესი წარმატებები ვუსურვო - დარწმუნებული ვარ, რომ ის მადრიდისტების გულში სამუდამოდ დარჩება და ახლა კი ძალიან მსურს, რომ მან წარმატებები მიაღწიოს ისეთ დიდებულ გუნდში, როგორიც "პორტუა".

ვისაუბროთ გუნდზე: კრიშტიანუ ახლა საერთო ჯგუფში მუშაობს - როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

ის ფუნდამენტალურად უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის და კარგია, რომ ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო კრიშტიანუს გაცნობა, მისი მოსაზრებების და ხედვის გაზიარება - რაც უფრო უკეთესი იქნება ჩვენს შორის ურთიერთგაგება, მით უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ მას გუნდის სასიკეთოდ.

თქვენ ვარჯიშებს მელბურნში ატარებთ - ეს "რეალის" ისტორიაში პირველი ვიზიტია ავსტრალიაში. როგორი შეგრძნებაა?

ძალიან კარგი: ეს დიდებული ადგილია, მიუხედავად კლიმატისა - თუმცა, მე ინგლისშიც მიმუშავია და ამიტომ სწრაფ საფარს კარგად შევეჩვიე. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგადაა და სავარჯიშო მოედანზეც და მის გარეთაც დროს კარგად ვატარებთ: ფეხბუღტელები კარგი ინტენსივობით მუშაობენ და ჩვენი მიზანია - გამოვიღოთ მაქსიმუმი იმ შესაძლებლობებიდან, რაც გვაქვს.

ამ პერიოდში განსაკუთრებული შრომა და მკაცრი მოთხოვნებია გამოსაყოფი...

წინასასეზონო მზადება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ. მოსამზადებლად აქ ჩინებული პირობებია: აქ არც ისე ცხელა, როგორც სხვა ადგილებში და ამასთან, მოედნის მდგომარეობა ბურთს სწრაფად გადაადგილებას უწყობს ხელს, ქმედებები ძალიან დატვირთული და მჭიდროა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორია თქვენი გეგმები ამ წინასასეზონო მომზადებასთან დაკავშირებით?

ჩვენ, ანუ სამწვრთნელო შტაბს გვსურს უკეთ გავიცნოთ ფეხბურთელები და მათაც უფრო მეტი რამ შეიტყონ ჩვენს შესახებ. ჩვენ უნდა შევეცადოთ "რეალს" სათამაშო იდეა შევძინოთ, რომელიც გუნდის ფილოსოფიას შეეფერება - ახლა ამ იდეის შექმნას უნდა დავუთმოთ უდიდესი დრო.

წინასასეზონო მომზადების დასრულებისათვის როგორი გუნდის ხილვა გსურთ?

რომ "რეალი" იყოს "რეალი", ანუ გუნდი, რომელიც მუდამ მოგებაზე თამაშობს, შემტევ სტილში, მაგრამ საიმედო დაცვასთან ერთად, რომელიც საჭირო სათამაშო ბალანსს უზრუნველჰყოფს.

მარსელო: "ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო "რეალის" გერბია"

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და ავსტრალიაში გამგზავრებამდე, ბრაზილიელმა ლატერალმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა......

ვისენტე დელ ბოსკეს ღია წერილი იკერ კასილასს

იკერ კასილასის "პორტუში" გადასვლის გაოფიციალურების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ლეგენდარულ კიპერს ღია წერილი დაუწერა, რომელიც Marca-მ გამოააშკარავა......

ნაჩო: "ეს სეზონთან კარგი დამშვიდობება იყო"

ნაჩო ფერნანდესმა "ხეტაფესთან" (7:3) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.