სანიოლი: "რეალს" პოგბას შეძენა სურს, პოგბას კი "რეალში" თამაში"

სანიოლი: "რეალს" პოგბას შეძენა სურს, პოგბას კი "რეალში" თამაში"

საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა ვილი სანიოლმა პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე თავისი აზრი დააფიქსირა...

"ამ ტრანსფერის განხორციელების ყველა წინაპირობა არსებობს. ვიმედოვნებ, ყველანი ისეთ პოგბას ვიხილავთ, როგორიც საფრანგეთის ნაკრებშია და არა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"რეალს" პოგბას შეძენა სურს, პოგბას კი "რეალში" თამაში. "იუნაიტედი" კმაყოფილი დარჩება. ისინი ამ ტრანსფერში კარგ თანხას მიიღებენ. ამასთან ერთად, დიდძალი ხელფასის გადახდა აღარ მოუწევთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი შედგება"
- განაცხადა სანიოლმა.

"რეალი" პოგბას შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა. მაშინ "იუნაიტედი" 200 მლნ. ევროს ითხოვდა, მაგრამ წელს, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, გაზეთი Marca თვლის, რომ მადრიდელებს ფრანგის შეძენა სავარაუდოდ 40 მლნ. ევრო დაუჯდებათ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.