"რეალი", "იუვენტუსი" და სხვა კლუბები მილინკოვიჩ-სავიჩით ინტერესდებიან

"რეალი", "იუვენტუსი" და სხვა კლუბები მილინკოვიჩ-სავიჩით ინტერესდებიან

"ლაციოს" სერბი ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებით ევროპის ტოპ-კლუბები დაინტერესდნენ...

"რეალი" და "იუვენტუსი" მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებით დიდი ხანია ინტერესდებიან. თუ ამ ზაფხულს მადრიდელები ან ტურინელები პოლ პოგბას შეძენას ვერ მოახერხებენ, სერბი ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

"ლაციოს" ლიდერის შესაძენად ამ ორი გუნდის გარდა "ტოტენჰემი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ირბძვიან.

რომაელებს მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვით 100 მლნ. ევროს მიღება სურთ. თუმცა, კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე მისი ფასი შესაძლოა საგრძნობლად დაეცეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.