ჰოლანდის ყოფილი მწვრთნელი: "ერლინგი "რეალისთვისაა" შექმნილი"

ჰოლანდის ყოფილი მწვრთნელი: "ერლინგი "რეალისთვისაა" შექმნილი"

სლოვაკმა სპეციალისტმა სტანისლავ მაცეკმა, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ყოფილი მწვრთნელია, ნორვეგიელის მომავალზე ისაუბრა...

"შემიძლია ჰოლანდის შესახებ საინტერესო ისტორია მოგიყვეთ. მისი მეგობარი გოგონაც ნორვეგიელია და ერლინგს ზალცბურგში ეწვია. ის რამდენიმე დღეში უკან გაფრინდა, რადგან ჰოლანდმა მას უთხრა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული".

"როცა ჰოლანდი პირველად ვნახე, ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი. ის პროფესიონალივით მომუშავე ბიჭუნა იყო. მან მითხრა: "იმისათვის, რომ მწვერვალები დაიპყრო, უნდა იმუშავო თავდაუზოგავად და არა სწრაფად".

"ჰოლანდი ახალი იბრაჰიმოვიჩია. ვიტყოდი, რომ სისწრაფისა და მოძრაობის კუთხით უკეთესიცაა. მან "ბორუსიაში" გადაბარგებით დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ ის პროგრესირებას გააგრძელებს, უფრო ძლიერ კლუბში "რეალში" გადაბარგდება. ჰოლანდი სწორედ "რეალისთვისაა" შექმნილი"
- განაცხადა მაცეკმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.