მარსელოს 14 სეზონი "რეალში"

მარსელოს 14 სეზონი "რეალში"

დღეს, მარსელოს 32 წელი შეუსრულდა. ის "რეალში" მე-14 სეზონია იმყოფება. მოდით, იუბილარი ბრაზილიელის მადრიდული კარიერიდან 14 გამორჩეული მომენტი გავიხსენოთ...

1. 2007 წლის იანვარში "რეალში" გადაბარგდა

ბრაზილიურმა "ფლუმინენსემ" 18 წლის მარსელოს "რეალში" ტრანსფერისგან 7 მლნ. ევრო მიიღო.

მარსელოს 14 სეზონი "რეალში"


2. ლა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება მაშინვე მოახერხა

"რეალი" 2006/07 და 2007/08 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გუნდმა 2008 წელს ესპანეთის სუპერთასიც მოიგო.



3. 2009 წელს "რეალში" სადებიუტო გოლი გაიტანა

მარსელომ "რეალის" მაისურით სადებიუტო გოლი 2009 წელს ხიხონის "სპორტინგს" გაუტანა.



4. ლეგენდარული დუეტის დაბადება 2009/10 წლების სეზონში

მარსელო და კრიშტიანუ რონალდუ სეზონიდან სეზონამდე უმატებდნენ და მათი დუეტი გულშემატკივრებს ლამაზ მოგონებად შემორჩათ. გარდა ამისა, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.



5. 2011 წელს "რეალთან" ერთად მესამე ტიტული მოიგო

მარსელომ 2011 წელს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით "რეალის" რიგებში სამეფო თასი მოიგო.



6. 2012 წელს კვლავ ლა ლიგის ჩემპიონი გახდა

ჯერ გუნდმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, შემდეგ კი "რეალი" მარსელოსთან ერთად ლა ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ცოტა დააკლდა.



7. ფაბიუ კოენტრაუმ მარსელო სათადარიგოთა სკამზე გადასვა

ბრაზილიელმა 2012-2013 წლებში სეზონის ნახევარი იმის გამო გამოტოვა, რომ ჟოზე მოურინიომ სათამაშო დროის დიდი ნაწილი ფაბიუ კოენტრაუს დაუთმო.



8. 2014 წელს ლისაბონურ ფინალში გატანილი გოლის ლეგენდარული აღნიშვნა

მარსელო კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით "რეალის" რიგებში 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და "ატლეტიკოს" განადგურებაში თავისი წვლილიც შეიტანა.



9. ძირითადის უცვლელი წევრი 2014/15 წლების სეზონიდან

"რეალმა" 2014 წელს ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, მარსელო კი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.



10. მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი 2016 წელს

მარსელომ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეორედ მოიგო. ამჯერად, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით .



11. მესამე ჩემპიონთა ლიგის თასი 2017 წელს

"იუვენტუსს" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, მარსელოს კი უკვე სამი ჰქონდა. ამასთან ერთად, იმ სეზონში ბრაზილიელმა "რეალის" რიგებში ლა ლიგა მეოთხედ მოიგო. ასევე, ევროპის სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.



12. მორიგი ჩემპიონთა ლიგა 2018 წელს

ამას დაემატა ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და რა თქმა უნდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.



13. ჩავარდნა და კვლავ კონკურენცია 2018/19 წლების სეზონში

ზიდანის წასვლის შემდეგ, "რეალი" შტორმში მოყვა, მარსელომ კი ფორმა და ძირითადში ადგილი დაკარგა. გუნდმა მხოლოდ საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო სასტარტოში სერხიო რეგილონი დამკვიდრდა.



14. ცოცხალი ლეგენდა და მემკვიდრეების დრო

მარსელო უკვე 32 წლისაა და "რეალის" ახალგაზრდა ბრაზილიელების თავკაცია.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.