რობერტო კარლოსი: "რონალდოს მესი და რონალდუც კი ვერ შეედრებიან"

რობერტო კარლოსი: "რონალდოს მესი და რონალდუც კი ვერ შეედრებიან"

მადრიდის "რეალის" ექს-მცველმა რობერტო კარლოსმა ყოფილ თანაგუნდელ რონალდოზე ისაუბრა...

"რონალდო ვარჯიშებზე საუკეთესო იყო. სხვა "ფენომენს" შემდეგში ვერასდროს ვიხილავთ. ის უნიკალურია. რონალდოს ვერც ნეიმარი, ვერც მესი და ვერც რონალდუ ვერ შეედრებიან".

"ჩვენს დროში გოლის გატანა უფრო რთული იყო. ფეხბურთში მეტი ფიზიკური ბრძოლა იყო, ფორვარდებს კი იშვიათად იცავდნენ. თუმცა, რონალდოს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო. "რეალში" ბევრი ვერ აცნობიერებდა, რა საოცარი ფეხბურთელი შემოგვიერთდა. რონალდომ ბევრი გააოცა"
- განაცხადა რობერტო კარლოსმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.