აზარი: "მსურს პირველივე მატჩისთვის მზად ვიყო"

აზარი: "მსურს პირველივე მატჩისთვის მზად ვიყო"

ედენ აზარმა სეზონის განახლების წინ "ვალდებებასზე" გამართულ ვარჯიშებზე ისაუბრა...

"ძალიან მიხარია, რომ თანაგუნდელებთან ერთად მინდორს დავუბრუნდი. ახლა მატჩებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ორი თვეა არ მითამაშია და ახლა აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და ბურთით ვარჯიშზე უნდა გავაკეთო. მსურს პირველივე მატჩისთვის მზად ვიყო".

"ახლა ვარჯიშები უკეთესი გახდა. ეს უკვე უფრო მეტად ძველებურ ვარჯიშებს ჰგავს".

"პირველი კვირა ცოტათი უცნაური იყო, მაგრამ ახლა უკვე ჯგუფური ვარჯიშებია შესაძლებელი და საქმეში მეკარეებიც არიან ჩართულნი. ეს ის არის, რაც გვსურდა. ველოდებით იმ მომენტს, როცა სრული შემადგენლობით ვივარჯიშებთ"
- განაცხადა აზარმა.

აზარს სერიოზული ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა. მან ბოლოს 22 თებერვალს ითამაშა.

წლევანდელ სეზონში 29 წლის ბელგიელმა "რეალის" რიგებში ლა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.