დან ეგენი: "მიეცით ედეგორს და ჰოლანდს განვითარების საშუალება, სანამ "რეალში" წაიყვანთ"

დან ეგენი: "მიეცით ედეგორს და ჰოლანდს განვითარების საშუალება, სანამ "რეალში" წაიყვანთ"

ნორვეგიის ნაკრების ექს-მცველი დან ეგენი მიიჩნევს, რომ "რეალმა" მარტინ ედეგორის დაბრუნება და ერლინგ ჰოლანდის შეძენა არ უნდა იჩქაროს...

"მიმაჩნია, რომ ჰოლანდმა დორტმუნდის "ბორუსიაში" უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, რათა განვითარდეს. მის ადგილას გერმანულ კლუბში კიდევ ერთი სეზონით დავრჩებოდი".

"იგივეს გავაკეთებდი მარტინ ედეგორის შემთხვევაშიც. კარგი იქნებოდა, თუ ის "რეალში" დაბრუნებამდე "სოსიედადში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებდა".

"ჰოლანდს წინ დიდი მომავალი აქვს და ის ძალიან სწრაფად ვითარდება. "ბორუსიას" ფორვარდი ჩვენს ყველა მოლოდინს აჭარბებს. დარწმუნებული ვარ, მას "რეალის" ჩათვლით ყველა გუნდის სკაუტი აკვირდება"
- აცხადებს ეგენი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.