ვალვერდეს სურს ლა ლიგა მოიგოს და ტიტული კორონავირუსით დაზარალებულებს მიუძღვნას

ვალვერდეს სურს ლა ლიგა მოიგოს და ტიტული კორონავირუსით დაზარალებულებს მიუძღვნას

ფედე ვალვერდემ ABC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ლა ლიგის მოგების შემთხვევაში ტიტულს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულებს მიუძღვნის...

"წლევანდელი ლა ლიგის მოგება შესანიშნავი იქნებოდა. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ფეხბურთის ისტორიაში შევა".

"ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთაც შეგვიძლია ეს ტიტული მივუძღვნათ. კორონავირუსისგან ბევრი ადამიანი დაზარალდა"
- განაცხადა ვალვერდემ.

როგორც ფედემ აღნიშნა, ეს სეზონი ისტორიულია. ფეხბურთში ამ რაოდენობის შესვენება მსოფლიო ომების დროსაც არ ყოფილა.

თუმცა, ფეხბურთი მალე დაგვიბრუნდება. ბუნდესლიგა განახლდა, ხოლო ლა ლიგა 12 ივნისიდან განახლდება. ამჟამად, "რეალი" სატურნირო ცხრილში "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.