პოდოლსკი ობამეიანგს ოცნების ახდენას და "რეალში" გადაბარგებას ურჩევს

პოდოლსკი ობამეიანგს ოცნების ახდენას და "რეალში" გადაბარგებას ურჩევს

"არსენალის" და "ბაიერნის" ექს-ფორვარდი ლუკას პოდოლსკი პიერ-ემერიკ ობამეიანგს ურჩევს გულს მოუსმინოს, ოცნება აიხდინოს და მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს...

"როცა ისეთი ფანტასტიური სეზონი გაქვს, როგორიც ობამეიანგს ჰქონდა, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდება".

"თუ ამ კლუბში თამაში ბავშვობის ოცნებაა, რატომაც არა? ფეხბურთელმა ასეთი შანსი უნდა გამოიყენოს".

"რა თქმა უნდა, "არსენალისთვის" ობამეიანგის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ ვერაფერს გააწყობ, ეს ფეხბურთია".

"ჩემი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ "არსენალი" დიდ ფეხბურთელს დაკარგავს, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ შეუძლიათ ფული გამოიმუშავონ და შემოსული თანხით ახალი ფეხბურთელები შეიძინონ"
- განაცხადა პოდოლსკიმ Sky Sports-თან საუბარში.

2016 წელს ობამეიანგმა განაცხადა, რომ ბაბუას "რეალში" თამაშის პირობა მისცა.

France Football-ის ინფორმაციით, "არსენალის" გაბონელი ფორვარდი "რეალის" სამიზნე მარტში გახდა. მადრიდელებმა ლონდონელებს მოსაფიქრებლად დრო ივნისამდე მისცეს.

ობამეიანგმა "არსენალში" გადაბარგების დღიდან 97 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 61 გოლი და 13 ასისტი ჩაიწერა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.