ტებასი: "ფეხბურთი ყოველდღე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს"

ტებასი: "ფეხბურთი ყოველდღე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის განახლებაზე და ესპანეთის ჩემპიონატის სავარაუდო რესტარტზე ისაუბრა...

ბუნდესლიგის პირველი მატჩები

"ძალიან ბედნიერი ვარ და მათ მივულოცე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს" - განაცხადა ტებასმა Movistar+-თან ინტერვიუში.

"ბოლო რამდენიმე თვეა ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. ერთმანეთს პროტოკოლები და იდეები გავუზიარეთ... კვირაში ერთხელ-ორჯერ ვსაუბრობდით. ბუნდესლიგით ძალიან ვამაყობ. ეს იოლი არ ყოფილა. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც ფეხბურთი დააბრუნეს და სხვებს მაგალითი მისცეს".

ლა ლიგა

"ვმუშაობთ იმაზე, რომ ლა ლიგა 12 ივნისს დაბრუნდეს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანოებმა ოფიციალურად დადასტურებული თარიღი უნდა გვამცნონ, თუ როდის შევძლებთ ფეხბურთის თამაშს".

"ფეხბურთი ყოველდღე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ორშაბათობით თამაშზე პრობლემები არ უნდა შეგვექმნას იმის გათვალისწინებით, რომ 11 ტური დაგვრჩა ჩასატარებელი".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.