ზიდანი: "ფეხბურთელებს ტიტულის მოგება სურთ. ეს ჩვენი კლუბის სისხლშია"

ზიდანი: "ფეხბურთელებს ტიტულის მოგება სურთ. ეს ჩვენი კლუბის სისხლშია"

ზინედინ ზიდანმა დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საკლუბო ტელევიზიას ინტერვიუ მისცა...

დაბრუნება

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ 60-დღიანი პაუზის შემდეგ ჩემს ფეხბურთელებთან მუშაობის საშუალება მეძლევა".

ატმოსფერო

"დაბრუნებით ყველანი ბედნიერები ვართ. ჩვენ ფიზიკური ვარჯიშები დავგეგმეთ და ფეხბურთელები სახლში ვარჯიშობდნენ. ყველა შესანიშნავ ფორმაშია".

მეორე საწვრთნელი კვირა

"გვიხარია, რომ ერთად ვართ. მოხარულები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ. გასულ კვირას კარგად ვიმუშავეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ჯგუფებად ვიყავით დაყოფილები. ახლა შეგვიძლია ტაქტიკას უფრო მეტი დრო დავუთმოთ. ვხედავ, რომ ამ კვირაში გუნდი უკეთეს ფორმაშია".

მატჩები

"ფეხბურთელებს ვარჯიში მოსწონთ, მაგრამ უფრო მეტად თამაში მოსწონთ. ისინი გახარებულები არიან იმით, რომ მალე მინდორს დაუბრუნდებიან".

მომავალი

"პოზიტიურად უნდა ვიაზროვნოთ. გუნდი მწყობრშია. ფეხბურთელებმა იციან, რომ წინ 11 მატჩია. მათ სეზონის წარმატებით დასრულება და ტიტულის მოგება სურთ. ეს ჩვენი კლუბის სისხლშია".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.