შერვუდი: "კეინს "რეალში" ან "ბარსელონაში" ვხედავ, მაგრამ არა "მანჩესტერ იუნაიტედში"

შერვუდი: "კეინს "რეალში" ან "ბარსელონაში" ვხედავ, მაგრამ არა "მანჩესტერ იუნაიტედში"

"ტოტენჰემის" ექს-თავკაცი ტიმ შერვუდი მიიჩნევს, რომ ჰარი კეინი "რეალში" ან "ბარსელონაში" გადაბარგდება და არა "მანჩესტერ იუნაიტედში"...

"ვერ წარმომიდგენია ის, რომ ჰარი კეინი "ტოტენჰემს" ტოვებს და პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადადის. თუნდაც ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" იყოს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა".

"ვფიქრობ, ის "რეალს" ან "ბარსელონას" შეუერთდება. მას სწორედ ამ გუნდებში ვხედავ, თუ "ტოტენჰემში" რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა".

"კეინს კარიერის ბოლომდე "ტოტენჰემში" დარჩენა სურს, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, მისი სურვილი გამარჯვებებია"
- განაცხადა შერვუდმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.