კურტუა: "ლა ლიგის განახლებას ყველა ელოდება"

კურტუა: "ლა ლიგის განახლებას ყველა ელოდება"

ტიბო კურტუა ლა ლიგის განახლებას მოუთმენლად ელოდება, რის შესახებაც ინტერვიუში ისაუბრა...

ჯგუფური ვარჯიშები

"ლა ლიგის განახლებას ყველა ელოდება, რათა ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყონ. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნება და "ვალდებებასზე" ყოფნა ძალიან გვსურდა".

ფიზიკური კონდიციები

"სახლში ვარჯიშები ბაზაზე ვარჯიშებისგან განსხვავდება, მაგრამ მთელი გუნდი თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რასაც მწვრთნელი ითხოვდა. ყველანი ფორმაში და მწყობრში ვართ".

მეკარეების ვარჯიში

"მეკარეებს გაგვიმართლა, რომ გასული კვირიდან მეკარეების მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვივარჯიშეთ. ამ კვირიდან ჯგუფურად ვვარჯიშობთ. უკვე ვგრძნობთ, რომ ეს ჩვეულებრივი ვარჯიშებია".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.