კაპელო: "გასახდელში ყველაზე მეტ პრობლემას რონალდო ქმნიდა"

კაპელო: "გასახდელში ყველაზე მეტ პრობლემას რონალდო ქმნიდა"

"რეალის" ექს-თავკაცმა ფაბიო კაპელომ იტალიურ ტელეარხ Sky Sport-თან ინტერვიუში ბრაზილიელ რონალდოზე რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა...

იტალიელი სპეციალისტი რონალდოს 2006/07 წლების სეზონის პირველ ნახევარში წვრთნიდა. თუმცა, ახლა ისინი კონტაქტს ინარჩუნებენ და მეგობრობენ.

პრობლემები

"ყველაზე დიდი ტალანტი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. რა თქმა უნდა, ეს რონალდოა. ამავდროულად, გასახდელში ყველაზე დიდ პრობლემას ის ქმნიდა. რონალდო ღამის წვეულებებს აწყობდა და ა.შ. ერთხელ, რუუდ ვან ნისტელროიმ მითხრა: "მისტერ, გასახდელში ალკოჰოლის სუნია".

ტალანტი

"შემდეგ, როცა რონალდო "მილანში" გადაბარგდა, ჩვენ გამარჯვებები დავიწყეთ, მაგრამ თუ ტალანტზე ვსაუბრობთ, რონალდო ყველაზე ნიჭიერი იყო".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.