მარიანო დიასის ტრავმა უმნიშვნელო, მაგრამ უსიამოვნოა

მარიანო დიასის ტრავმა უმნიშვნელო, მაგრამ უსიამოვნოა

მადრიდის "რეალმა" ვარჯიში 10 დღის წინ განაახლა, მაგრამ დომინიკელმა ტრავმის გამო გუნდთან ერთად ვარჯიში ვერა და ვერ მოახერხა...

26 წლის ფორვარდს ფეხის თითებზე უმნიშვნელო, მაგრამ მტკივნეული სისხლის შედედება აქვს. კლუბის პერსონალმა ის სამჯერ გაკვეთა, რათა სისხლი მოეშორებინათ.

მარიანო გამოჯანმრთელების გზას ადგას და თუ გართულებები არ იქნება, მომავალი კვირიდან ვარჯიშს განაახლებს. ახლა კი ის ორმაგ სესიებს ატარებს, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ სრულ კონდიციებში იყოს.

ლა ლიგის შეჩერებამდე მარიანომ ზინედინ ზიდანის მიერ ბოძებული შანსი გამოიყენა და "ელ კლასიკოში" გაიტანა. მან "ბეტისთან" შეხვედრაშიც ითამაშა. მიუხედავად ამისა, წლევანდელ სეზონში დომინიკელმა ფორვარდმა ოთხ მატჩში მინდორზე 65 წუთი გაატარა. მათ შორის, ესპანეთის სუპერთასზე "ვალენსიასთან" და "ატლეტიკოსთან".

მიუხედავად ამისა, ლუკა იოვიჩის ტრავმის ფონზე, მარიანო ერთადერთი ფორვარდია, რომელსაც ძირითადში მყარად დამკვიდრებული ქარიმ ბენზემას შეცვლა შეუძლია. ზინედინ ზიდანის "რეალში" მუშაობისას მარიანოს ერთ მატჩში გატანილი გოლების საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს. თუმცა, კვლავ უცნობია, მისცემს თუ არა ფრანგი სპეციალისტი მარიანოს სეზონის დასკვნით ნაწილში სათამაშო დროს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.