სებალიოსი: "მადრიდის "რეალი" ტრიუმფისთვის იდეალური გუნდია"

სებალიოსი: "მადრიდის "რეალი" ტრიუმფისთვის იდეალური გუნდია"

ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად არენდით ლონდონის "არსენალში" ასპარეზობს, ტელეარხ TVE-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ "რეალში" ტრიუმფზე ისევ ოცნებობს...

მიუხედავად ამისა, სებალიოსი აცნობიერებს, რომ სანამ გუნდს ზინედინ ზიდანი თავკაცობს, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. თუმცა, ფეხბურთელს მოტივაციას სძენს ის ფაქტი, რომ "რეალთან" კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

"რეალში" ტრიუმფი

"მე "რეალის" ფეხბურთელი ვარ... და აქ თამაშს მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა. კლუბთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვფიქრობ, "რეალი" წარმატების მისაღწევად იდეალური ადგილია".

პრემიერლიგის განახლება

"48 საათის წინ კორონავირუსზე ტესტი ჩავაბარეთ და მთელი გუნდის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჩვენ ჩემპიონატს ესპანეთზე ერთი კვირით გვიან განვაახლებთ: ლა ლიგა 12 ივნისს განახლდება, პრემიერლიგა კი 20 ივნისს".

მომავალი

"დანი სებალიოსის საუკეთესო ვერსია წინ არის. გუნდში დამკვიდრება, მნიშვნელოვანი ფეხბურთელობა და ლიდერობა ნამდვილად მსურს".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.