"რენის" პრეზიდენტს სჯერა, რომ კამავინგა ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს

"რენის" პრეზიდენტს სჯერა, რომ კამავინგა ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს

"რენის" პრეზიდენტმა ნიკოლა ჰოლვეკმა ედუარდო კამავინგას მიმართ მადრიდის "რეალის" მხრიდან გამოჩენილ ინტერესზე ისაუბრა...

"გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ კამავინგამ პროგრესირება ჩვენთან გააგრძელოს. მომავალ სეზონში მისგან ბევრს ველოდებით".

"ჩვენი მიზანი გუნდის შენარჩუნებაა, რადგან დავამტკიცეთ, რომ ნიჭს ვერავინ წაგართმევს".

"სატრანსფერო ფანჯარაზე გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შემადგენლობა გავაძლიეროთ და ის საუკეთესო დონემდე მივიყვანოთ"
- განაცხადა ჰოლვეკმა.

კამავინგა "რეალში" გადაბარგების პრეტენდენტია. ზინედინ ზიდანი მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.