რამოსმა ლა ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლებით რეკორდი გაიმეორა

რამოსმა ლა ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლებით რეკორდი გაიმეორა

მადრიდის "რეალის" კაპიტანი ლა ლიგის წლევანდელ სეზონში საოცრად შედეგიანია...

რამოსმა ლა ლიგის 30-ე ტურში "რეალ სოსიედადის" კარში პენალტის ნიშნულიდან შეძლო გოლის გატანა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი აღმოჩნდა.

ესპანელმა მცველმა ლა ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლების მხრივ პირადი რეკორდი გაიმეორა. რამოსმა ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონშიც 7 გოლი ჩაიწერა აქტივში.

წლევანდელ სეზონში "რეალის" კაპიტანმა 4 გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო, 2016/17 წლების სეზონში კი ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.