ფედე ვალვერდე: "რეალმა" ყველა მატჩი უნდა მოიგოს"

ფედე ვალვერდე: "რეალმა" ყველა მატჩი უნდა მოიგოს"

ფედე ვალვერდემ ლა ლიგის 30-ე ტურში "რეალ სოსიედადთან" (1:2) სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

"ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და სატურნირო ცხრილში გავლიდერდით. მატჩის უმეტეს ნაწილში ჩვენ ვდომინირებდით. "სოსიედადი" საკმაოდ რთული მეტოქეა, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს".

"ამ გამარჯვებამ სეზონის ფინიშისთვის მოტივაცია უნდა შეგვმატოს. იგივე ტემპში სვლა უნდა გავაგრძელოთ და ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ".

"ვინისიუსმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მთელი გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა"
- განაცხადა ვალვერდემ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.