კურტუა: "VAR-ის მუშაობით კმაყოფილი ვარ"

კურტუა: "VAR-ის მუშაობით კმაყოფილი ვარ"

ტიბო კურტუა თვლის, რომ "რეალ სოსიედადთან" (1:2) გამართულ მატჩში ადნან იანუზაის გოლი სამართლიანად გააუქმეს...

"როცა იანუზაიმ დაარტყა, ჩემს წინაშე სამი ადამიანი იდგა: მერინო, "სოსიედადის" კიდევ ერთი ფეხბურთელი და ჩვენი ერთი ფეხბურთელი".

"მე ვერაფერს ვხედავდი, ხოლო როცა ბურთს ვერ ხედავ და ის ასეთი სისწრაფით მოფრინავს, რეაგირების დრო არ გექნება. სწორედ ესაა თამაშგარე და ამისათვის არსებობს VAR-ი, რომელმაც ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო"
- განაცხადა კურტუამ.

მატჩის 68-ე წუთზე მსაჯმა პასიური თამაშგარის გამო ადნან იანუზაის გოლი გააუქმა. ორ წუთში ქარიმ ბენზემამ ბასკების კარში გოლი გაიტანა. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები ირწმუნებოდნენ, რომ ფრანგმა ფორვარდმა ხელით ითამაშა, მაგრამ არბიტრმა VAR-ის გადამოწმების შემდეგ ჩათვალა, რომ ბენზემამ მხრით ითამაშა.

ამ გამარჯვებით "რეალმა" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

კურტუა მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილი დარჩა: "მთავარია გავიმარჯვეთ. ვიცით, რომ აქ თამაში ყოველთვის რთულია. "სოსიედადი" შესანიშნავი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.