ბენზემას მესიმდე 4 გოლი აშორებს. ფრანგი ბრწყინვალე ფორმაშია

ბენზემას მესიმდე  4 გოლი აშორებს. ფრანგი ბრწყინვალე ფორმაშია

ქარიმ ბენზემამ "რეალ სოსიედადის" კარიც დალაშქრა და ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 17 გოლი დაუგროვდა...

მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის კიდევ უფრო მიუახლოვდა. არგენტინელის აქტივში 21 გოლია.

ბენზემას კიდევ 7 გოლის გატანა ესაჭიროება იმისათვის, რომ ლა ლიგაში თავისი საუკეთესო ბომბარდირული სეზონი გაიმეოროს. ქარიმმა ლა ლიგის 2015/16 წლების სეზონი 24 გოლით დაასრულა.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.