რამოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

რამოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მადრიდის "რეალის" კაპიტანი მარცხენა მუხლის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა...

მატჩის 53-ე წუთზე ალექსანდრ ისაკთან შეჯახებისას რამოსმა თამაში გააგრძელა. თუმცა, 59-ე წუთზე მუხლზე დისკომფორტი იგრძნო და ედერ მილიტაოთი შეცვალეს.

წამყვანი ფეხბურთელის ტრავმამ, რომელიც ადრე უმიზეზოდ შეცვლას არასდროს ითხოვდა, გულშემატკივრებში პანიკა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ კაპიტანმა მინდორი კოჭლობით დატოვა და მუხლზე ყინულიც დაადეს.

დღეს, Marca-მ კლუბისგან ოფიციალური ინფორმაცია მიიღო. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. თუმცა, რისკის თავიდან აცილების მიზნით, სერხიო "მალიორკასთან" მატჩს გამოტოვებს.

თუმცა, Marca არ გამორიცხავს, რომ რამოსმა ოთხშაბათს მინდორზე გასვლა ითხოვოს, რათა გუნდს "მალიორკასთან" მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმაროს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.