ზინედინ ზიდანი იუბილარია

ზინედინ ზიდანი იუბილარია

დღეს, მადრიდის "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს 48 წელი შეუსრულდა...

ზიზუ 1972 წლის 23 ივნისს ქალაქ მარსელში დაიბადა. ის "რეალის" ლეგენდაა როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში.

ზიდანმა "რეალი" პირველად 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა. ამის გარდა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 1 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი და 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდი 2018 წლის მაისში დატოვა. თუმცა, მომდევნო წლის მარტში ფლორენტინო პერესის თხოვნით "რეალს" კვლავ დაუბრუნდა და დღემდე გუნდის თავკაცია.

ცოტა ხნის წინ, ზიდანმა "რეალის" ისტორიაში მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.