აგუეროს ოპერაცია დასჭირდა და "რეალთან" მატჩს გამოტოვებს

აგუეროს ოპერაცია დასჭირდა და "რეალთან" მატჩს გამოტოვებს

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ "ბარნლისთან" მატჩში მენისკი დაიზიანა და პირველი ტაიმის მიწურულს შეცვლილ იქნა...

როგორც მოგვიანებით გაირკვა, არგენტინელი ფორვარდის ტრავმა სერიოზულია და დიდი ალბათობით, "რეალთან" მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

"სერხიოს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე. მას მთელი კვირაა მუხლი აწუხებდა. ეს მენისკია. მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და დეტალურ ინფორმაციასაც მივიღებთ".

"მას წინანდელის მსგავსად ოპერაცია ბარსელონაში ჩაუტარდება"
- განაცხადა აგუეროს მამამ.

იმის გათვალისწინებით, რომ "სიტის" "რეალთან" დაპირისპირება თვენახევარში უწევს, დიდი შანსია, არგენტინელმა სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.