"რეალს" სურს "სიტისთან" მატჩი ლისაბონში გაიმართოს და არა მანჩესტერში

"რეალს" სურს "სიტისთან" მატჩი ლისაბონში გაიმართოს და არა მანჩესტერში

მადრიდის "რეალის" სურვილია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "სიტისთან" გასამართი საპასუხო მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე შედგეს...

The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის თქმით, "რეალს" სურს მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართოს და არა მანჩესტერში. ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ლისაბონია. "რეალს" ინგლისში თამაში არ სურს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული სიტუაციით შეწუხებულია.

ახლა ადამიანები, რომლებიც ინგლისში სხვა ქვეყნიდან ჩავლენ, 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

"რეალმა" "სიტისთან" "ბერნაბეუზე" გამართული პირველი მატჩი 1:2 წააგო. ტურნირი კორონავირუსის გამო მალევე შეწყდა.

ადრე UEFA-მ განაცხადა, რომ მეოთხედფინალებიდან ყველა მატჩი ლისაბონში გაიმართება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.