ზიდანმა სერხიო რამოსის მომავალზე ისაუბრა

ზიდანმა სერხიო რამოსის მომავალზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანი თვლის, რომ 34 წლის სერხიო რამოსმა კარიერა მადრიდის "რეალში" უნდა დაასრულოს...

"რამოსი ჩვენს გუნდში წლებია იმყოფება და კარიერა აქ უნდა დაასრულოს. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ და მას მხარს დავუჭერ".

რამოსი გუნდს "მალიორკას" (2:0) დამარცხებაში დაეხმარა და საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

"მისი გოლით აღფრთოვანებული ვარ. ეს მნიშვნელოვანი იყო".

"ვიცით, რომ ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. დაცვაში თამაში სწორედ მისი კარნახით მიმდინარეობს".

"რამოსი ჯარიმების შესრულებაზე მუშაობს და ეს სიამოვნებას ანიჭებს როგორც მას, ასევე ჩვენ"
- განაცხადა ზიდანმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.