ასპრილა: "ხამესი "ბაიერნში" უნდა დარჩენილიყო"

ასპრილა: "ხამესი "ბაიერნში" უნდა დარჩენილიყო"

"პარმას" და "ნიუკასლის" ექს-ფეხბურთელი ფაკუნდო ასპრილა თვლის, რომ ხამეს როდრიგესი ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება...

"უცნაურად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ხამესმა "ბაიერნში" დარჩენა იუარა. ახლა ის ბედნიერი ვერ იქნება. ფეხბურთელი ბედნიერი მხოლოდ მაშინაა, როცა რეგულარულად თამაშობს. გერმანიაში მას უფრო აფასებდნენ".

"გუნდის შერჩევისას ქალაქს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაგალითად, ბევრი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში" თამაშს ისურვებდა, მაგრამ მათ პატარა ქალაქები არ მოსწონთ. იქ ყველაფერი მოსაწყენია".

"მე "ნიუკასლში" ვთამაშობდი, მაგრამ თავს მოწყენილად არ ვგრძნობდი, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა".

"ვფიქრობ, ხამესს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგება შეუძლია. მანჩესტერელებს დიდი ხანია არაფერი მოუგიათ და მათ გაძლიერება არ აწყენდათ"
- განაცხადა ასპრილამ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.