კიკე სეტიენი: "რეალი" ნამდვილად კარგ ფორმაშია"

კიკე სეტიენი: "რეალი" ნამდვილად კარგ ფორმაშია"

"ბარსელონას" თავკაცი კიკე სეტიენი თვლის, რომ მადრიდის "რეალი" კარგ ფორმაშია, მაგრამ ამავდროულად ელოდება, რომ მადრიდელები ქულებს დაკარგავენ...

"ისევ დარწმუნებული ვარ, რომ "რეალი" ქულებს დაკარგავს".

"წინ კიდევ შვიდი მატჩია. ჩვენ ფრე ვითამაშეთ, მადრიდელებს კი ქულები ჯერ არ დაუკარგავთ, მაგრამ ფეხბურთი თამაშია, რომელიც ზოგჯერ გვაოცებს".

"რეალი" ნამდვილად კარგ ფორმაშია, როგორც ჩვენ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ქულებს აუცილებლად დაკარგავენ"
- განაცხადა სეტიენმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.