რაფაელ ვარანი ზიდანისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია

რაფაელ ვარანი ზიდანისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია

მას შემდეგ, რაც ლა ლიგა განახლდა, ფრანგი ცენტრალური მცველი შესანიშნავ ფორმაშია. განვლილ ტურში "მალიორკასთან" (2:0) გამართულ მატჩში ვარანის სისწრაფის და "თამაშის წაკითხვის" უნარის წყალობით მადრიდელებმა კარი მშრალად შეინახეს...

ვარანი ზიდანის გუნდში ერთადერთი მინდვრის ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის განახლების შემდეგ "რეალის" ოთხივე მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მოედანზე 360 წუთი გაატარა ტიბო კურტუამაც, ხოლო ჩატარებული მატჩების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში ქარიმ ბენზემა, დანი კარვახალი და სერხიო რამოსიც არიან.

ფრანგი მცველის კარგი ფიზიკური კონდიციები შემთხვევითობა არ არის. როცა სეზონი დაიწყო, ვარანი აცნობიერებდა, რომ ივნისი-ივლისის თვე მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას შანსი ჰქონდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ყოფილიყო. მითუმეტეს, რაფამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მის სამშობლოში გაიმართა, ტრავმის გამო გამოტოვა.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ კალენდარზე გავლენა იქონია და ახლა ვარანი "რეალს" ლა ლიგის მოგებაში ეხმარება. ზიდანს თანამემამულისადმი რწმენა აქვს. ამ სეზონში მინდორზე ვარანზე (3360) მეტი დრო მხოლოდ კაზემირომ (3390) გაატარა. შემდეგ მოდიან რამოსი (3333), ბენზემა (3298) და კურტუა (3225).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.