ხამესი: "რეალში" გარემოებების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ დარჩენა მსურდა"

ხამესი: "რეალში" გარემოებების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ დარჩენა მსურდა"

ხამეს როდრიგესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა "რეალში" და რატომ არ გადაბარგდა სხვა კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მისაღებად...

"კონკრეტულად არაფერს დავასახელებ, მაგრამ შესანიშნავ გუნდში გადაბარგების შანსი მქონდა".

"ვიცოდი, რომ აქ ხშირად ვერ ვითამაშებდი. სხვადასხვა მიზეზების გამო, წასვლის საშუალება არ მომცეს".

"რეალში" გარემოებების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ დარჩენა მსურდა".

"ვიცოდი, რომ არცთუ ისე ბევრი სათამაშო დრო მექნებოდა, მაგრამ ისევ აქ ვარ. ვიმედოვნებ, მომავალში უფრო ხშირად ვითამაშებ".

"ვიცი, რომ ამისათვის საკმარისად ნიჭიერი ვარ. ვფიქრობ, თუ თავდაუზოგავად ვიმუშავებ, შანსები გამიჩნდება"
- განაცხადა ხამესმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.