"ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ ქულებს "რეალიც" დაკარგავს" - სუარესს ჩემპიონობის ისევ სჯერა

"ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ ქულებს "რეალიც" დაკარგავს" - სუარესს ჩემპიონობის ისევ სჯერა

"ბარსელონას" ფორვარდმა ლუის სუარესმა "სელტასთან" (2:2) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ იმედგაცრუება ვერ დამალა...

"ცუდი შეგრძნება გვაქვს. ლა ლიგისთვის ვიბრძვით და ორი ქულა დავკარგეთ. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ახლა კი "რეალის" წაფორხილებას უნდა დაველოდოთ".

"იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენთვის და "რეალისთვის" რთული მატჩები ისევ წინ არის".

"სელტასთან" რთული გასვლითი მატჩი გვქონდა. იგივე გველოდება "ვილიარეალთანაც". მომავალ კვირაში საკუთარ მოედანზე "ატლეტიკოსთან" შეხვედრაც გველოდება".

"შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ"
- განაცხადა სუარესმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.