"ტოტენჰემი" ლუკას ვასკესის სანაცვლოდ 22,5 მლნ. ფუნტს იხდის

"ტოტენჰემი" ლუკას ვასკესის სანაცვლოდ 22,5 მლნ. ფუნტს იხდის

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ლუკას ვასკესით დაინტერესებულ კლუბებს მისი სატრანსფერო ღირებულება ამცნო...

Mirror-ის ინფორმაციით, დაინტერესებულმა კლუბებმა ვასკესის სანაცვლოდ 22,5 მლნ. ფუნტი უნდა გადაიხადონ. ესპანელის გადაბირების ყველაზე რეალური კანდიდატი ლონდონის "ტოტენჰემია".

ჟოზე მოურინიო 28 წლის ვასკესის გადაბირებით სერიოზულ ინტერესს იჩენს.

წლევანდელ სეზონში ლუკასმა "რეალის" მაისურით მინდორზე სულ რაღაც 733 წუთი გაატარა. 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 3 გოლით და 1 ასისტით გამოიჩინა.

მთლიანობაში, ესპანელმა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბში" ჩატარებულ 201 მატჩში აქტივში 24 გოლი და 46 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.