"ალმერიამ" გუტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

"ალმერიამ" გუტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

სეგუნდადივიზიონში მოასპარეზე "ალმერიამ" მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელი გუტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა...

კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება "ალკორკონთან" (0:1) საშინაო მარცხის შემდეგ მიიღო. თუმცა, "ალმერიას" ლა ლიგაში აღზევების შანსები ისევ შემორჩა.

"კლუბთან შეთანხმების შემდეგ ხოსე მარია გუტიერესი ჩვენი მთავარი მწვრთნელი აღარ არის".

"დიდი მადლობა ხოსე მარია შენი ძალისხმევისა და კლუბისადმი ერთგულების გამო. კარიერულ წარმატებებს გისურვებთ"
- წერია "ალმერიას" ოფიციალურ განცხადებაში.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.