ბენზემა: "ბარსელონაზე" არაფერს ვიტყვი. ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს"

ბენზემა: "ბარსელონაზე" არაფერს ვიტყვი. ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს"

ქარიმ ბენზემამ ლა ლიგის 32-ე ტურში "ესპანიოლთან" (0:1) სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

ქუსლით პასი

"კარგად გამომივიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამის შემდეგ გოლი გავიდა. კაზემირომ ყველაფერი სწორად გააკეთა. ვიცოდი, რომ ის ჩემს უკან იქნებოდა".

უპირატესობა "ბარსელონასთან"

"მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული, ყურადღებას "ბარსელონასაც" ვაქცევთ. მათ შესახებ არაფერს ვიტყვი. ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ჩვენთვის თითოეული თამაში ფინალის ტოლფასია".

"გამარჯვება გვსურდა და ბედნიერები ვართ. კონცენტრირებულები ვიყავით და შინ სამი ქულით ვბრუნდებით".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.