ჰაკიმი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ჰაკიმი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

"რეალის" მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ბოლო ორი სეზონია არენდით დორტმუნდის "ბორუსიაში" ასპარეზობს, "ინტერში" გადაბარგებასთან ახლოსაა...

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დღეს, მადრიდელები და მილანელები ტრანსფერის ბოლო დეტალებს შეათანხმებენ, ხვალ კი 21 წლის მაროკოელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ადრე ითქვა, რომ "ნერიაძური" "სამეფო კლუბს" ჰაკიმის სანაცვლოდ 40 მლნ. ევროს გადაუხდის, ფეხბურთელი კი წლიურად 5 მლნ. ევროს მიიღებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.