მაროტა ჰაკიმის შესახებ: "ინტერი" მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას გააგრძელებს"

მაროტა ჰაკიმის შესახებ: "ინტერი" მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას გააგრძელებს"

მილანის "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ "რეალის" მცველ აშრაფ ჰაკიმის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა...

"კლუბის მფლობელები მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას გააგრძელებენ".

"ვადასტურებ, რომ ჰაკიმის ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები წამყვან სტადიაზეა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა შესანიშნავი სამუშაო აწარმოა. ახლა მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დავასრულოთ".

"ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მუშაობა, რომელიც "ინტერმა" ბოლო ორი თვის განმავლობაში აწარმოა, მნიშვნელოვან სარგებელს მოგვიტანს"
- განაცხადა მაროტამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.