კაზემირო: "ეს ბენზემას გოლი იყო"

კაზემირო: "ეს ბენზემას გოლი იყო"

კაზემირომ "ესპანიოლთან" (0:1)მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...

"ეს ქარიმის გოლი იყო. ჩვენ მის კლასს და სათამაშო დონეს მივეჩვიეთ. ეს გოლი მასთან ერთად უნდა აღმენიშნა, რადგან ეს გოლი ბენზემას დამსახურებაა".

"მისი თვისებები კარგად ვიცით. ამიტომ, პასის გაკეთება ვთხოვე, რადგან ვიცოდი, რომ მიპოვნიდა".

"ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი და მატჩიდან მატჩამდე წინ მივიწევთ. "ესპანიოლი" უკვე წარსულშია. ახლა "ხეტაფეზე" ვფიქრობთ".

"ყველა მატჩის მოგება გვსურს. წინ კიდევ გრძელი გზაა და ვიცით, რომ ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია. ამ ლა ლიგის მოგება გვსურს"
- განაცხადა კაზემირომ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.