ბენტლი: "ბეილი ზიდანისგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს"

ბენტლი: "ბეილი ზიდანისგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს"

"ტოტენჰემის" ექს-ფეხბურთელი დევიდ ბენტლი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალში" არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა...

"გარეტს მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერი შეეძლო. როცა "ტოტენჰემში" ვთამაშობდი, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. შესანიშნავი გუნდი ვიყავით. მაშინ ვერაფერი მოვიგეთ, მაგრამ შემადგენლობა კარგი გვყავდა: მოდრიჩი, ვან დერ ვაარტი, დეფო და ბეილი, რომელიც ყველაფერში საუკეთესო იყო. მას ყველაზე ძლიერი დარტყმა ჰქონდა, მისი საჯარიმო დარტყმები საუკეთესო იყო, ყველაზე სწრაფად დარბოდა, ფიზიკურადაც ნებისმიერს აღემატებოდა. ამავდროულად, უნივერსალი იყო".

"უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რაც "რეალში" მის თავს ხდება. ვფიქრობ, ზიდანი ბრაზობს იმის გამო, რომ ბეილის "ლივერპულთან" გატანილმა გოლმა მის "ბაიერთან" გატანილ გოლს აჯობა".

"საქმე იმაშია, რომ ბეილი ქედმაღალი არ არის. ის მშვიდია. გარეტი ივახშმებს და სხვებთან ბევრს არ ისაუბრებს. უბრალოდ, გოლფის სათამაშოდ წავა. შესაძლოა ამის გამო ბრაზობენ კიდეც, მაგრამ ის თავის საყვარელ საქმიანობებზე კონცენტრირდება".

"ეს მაღელვებს, რადგან მას ყოველთვის გვერდში ვედექი. ის შესანიშნავი ბიჭია. უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომელმაც ბევრს მიაღწია"
- განაცხადა ბენტლიმ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.