"სოსიედადს" და "მილანს" კუბოს არენდით აყვანა სურთ

"სოსიედადს" და "მილანს" კუბოს არენდით აყვანა სურთ

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტაკეფუსა კუბომ შესაძლოა მომავალი სეზონიც არენდით რომელიმე კლუბში გაატაროს...

მისი გადაბირებით "რეალ სოსიედადი" და "მილანი" ინტერესდებიან. ბასკებმა მადრიდელებს წინადადებით უკვე მიმართეს, რომელიც "სამეფო კლუბს" ძალიან მოეწონა. ამასთან ერთად, "რეალში" მარტინ ედეგორის პროგრესი შეაფასეს და თვლიან, რომ სან-სებასტიანელთა სათამაშო სტილი კუბოს განსავითარებლად სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება "მილანს", კუბოს ჩემპიონატის შეცვლის სურვილი არ აქვს. თუმცა, "რეალში" "მილანის" წინადადებაც მოსწონთ და დათანხმდებიან, თუ ფეხბურთელი აზრს შეიცვლის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.