ჰაკიმი "ინტერთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

ჰაკიმი "ინტერთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

აშრაფ ჰაკიმი, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და ბოლო ორი სეზონია არენდით დორტმუნდის "ბორუსიაში" ასპარეზობდა, "ინტერში" გადაბარგებასთან ახლოსაა...

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბოლო საათებში "რეალმა" და "ინტერმა" ტრანსფერის ბოლო დეტალებიც შეათანხმეს.

დღეს, მაროკოელი განაპირა მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ნერიაძურისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ისიც დასტურდება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია საიდუმლოდ მიმდინარეობდა. თუმცა, გაირკვა, რომ კლუბებს შორის კონტაქტი მარტიდან დაიწყო.

"ინტერი" "რეალს" ჰაკიმის სანაცვლოდ 40 მლნ. ევროს გადაუხდის, დამატებით 5 მლნ. ევროს ბონუსების სახით. აღსანიშნავია, რომ მადრიდულ გრანდს აშრაფის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.