"ბარსას" ახალწვეული პიანიჩი 2009 წელს: "რეალი" ჩემი საყვარელი კლუბია"

"ბარსას" ახალწვეული პიანიჩი 2009 წელს: "რეალი" ჩემი საყვარელი კლუბია"

მირალემ პიანიჩი ტურინის "იუვენტუსიდან" კატალონიის "ბარსელონაში" ოფიციალურად გადაბარგდა...

პიანიჩი 2011-2016 წლებში "რომას" ღირსებას იცავდა და ერთ დღესაც თავისი ოცნების კლუბი დაასახელა.

ბოსნიელმა ნახევარმცველმა გაზეთ Oslobodjenje-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარი იყო:

"მე რომში ვარ, მაგრამ არ ვიცი, მივდივარ თუ არა გუნდიდან ამ ზაფხულს".

"თუ საყვარელი კლუბის დასახელებას მთხოვენ, ვიტყვი, რომ ეს "რეალია". ეს გუნდი ბავშვობიდან მომწონდა".


2009 წელს კი პიანიჩმა AS-თან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა:

"რეალს" ზიდანის და რონალდოს პერიოდიდან ვაკვირდებოდი. მას შემდეგ "რეალი" ჩემი საყვარელი კლუბია და შემდეგშიც ასე იქნება. ვინ არ ოცნებობს "რეალში" თამაშზე?"

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.