"რეალმა" "რაიო ვალეკანოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი შეიძინა

"რეალმა" "რაიო ვალეკანოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი შეიძინა

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გოლკიპერი მარიო დე ლუისი გადაიბირა...

18 წლის გოლკიპერს "რაიო ვალეკანოსთან" კონტრაქტი დღეს ეწურება და "რეალმა" მასთან ყველანაირ შეთანხმებას მიაღწია. მარიო მადრიდელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და "რეალის" 19-წლამდელთა გუნდ "ხუვენილ A"-ში იასპარეზებს.

"სამეფო კლუბში" ახალგაზრდა გოლკიპერის პროგრესს დიდი ხანია აკვირდებიან. მან "რაიო B"-ს რიგებში მესამე დივიზიონში ექვსი მატჩი ჩაატარა, ხოლო პირველ გუნდთან მუდმივი ვარჯიშების წყალობით ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის პაბლო ამოს ყურადღება მიიპყრო. "რეალის" გარდა, მარიო დე ლუისით "ვილიარეალი" და სეგუნდას კიდევ ორი გუნდი ინტერესდებოდა. თუმცა, უპირატესობა მადრიდელთა მხარეს აღმოჩნდა. "რაიომ" ამაზე რეაქცია მოახდინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მარიომ "ვალდებებასზე" გადაბარგება გადაწყვიტა.

ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარის სიმაღლე 185 სმ-ია. მას 18 წელი 6 ივნისს შეუსრულდა. დღეს ის თანაგუნდელებს ემშვიდობება და "რეალს" უერთდება. "რეალი" გოლკიპერს "ხუვენილ A"-ში გაგზავნის, რომელსაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე რაული უთავკაცებს. ტურნირი 16 აგვისტოდან განახლდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.