რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბენიტესი: "კარგად მოასპარეზე გუნდი ვიხილე, რომელიც ორგანიზებული იყო და მომენტებს ქმნიდა"

ბენიტესი: "კარგად მოასპარეზე გუნდი ვიხილე, რომელიც ორგანიზებული იყო და მომენტებს ქმნიდა"

18-07-2015, 20:40
ავტორი: ZZ
ნახვა: 1242
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბენიტესი: "კარგად მოასპარეზე გუნდი ვიხილე, რომელიც ორგანიზებული იყო და მომენტებს ქმნიდა"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პირველი მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია...

მატჩზე

"თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო. გუნდი კარგ პრესინგს ანხორციელებდა და ბევრ მომენტს ქმნიდა. მხოლოდ ხუთი დღეა ვვარჯიშობთ და ის, რომ ფეხბურთელები სათამაშო რიტმს ვერ მოერგნენ, ნორმალურია. ბევრ სიტუაციაში ფეხბურთელების შესანიშნავი თამაში დავინახე. თუმცა, შეთამაშება კვლავ გვაკლია".

"ყველაზე პოზიტიური მომენტი ის იყო, როცა ჩემი შეგირდები მეტოქეზე მჭიდრო პრესინგს ანხორციელებდნენ, ორგანიზებულად თამაშობდნენ და რომაელებს ბურთს ხშირად ართმევდნენ. ბურთს წარმატებით ვაკონტროლებდით და გოლის გატანის საკმარისი შანსები გვქონდა. მაგალითად, ლუკასის მომენტი ძალიან რეალური იყო. გუნდს დრო უნდა მივცეთ. პირველ ტაიმში მეტი ბურთის ფლობა გვქონდა. მეორე ტაიმში ამას ენერგიულობა შევმატეთ".

"შერჩეული სათამაშო სქემა წყვეტს, როგორ უნდა გადაადგილდნენ ფეხბურთელები მოედანზე. ამხანაგურ მატჩებში რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა არ ღირს, თუ რა თქმა უნდა, მან 3 გოლი არ გაიტანა და მისი უპირატესობა გამოკვეთილი არ არის. თითოეული ფეხბურთელი გუნდისთვის სათანადოდ გაისარჯა".


კასილიას ტრანსფერზე

"მირჩევნია იმ ფეხბურთელებზე ვისაუბრო, რომლებიც ამჟამად ჩემს განკარგულებაში არიან. როცა კასილია მელბურნში ჩამოვა, მასთან ერთად მუშაობას დავიწყებთ. მისი შეძენით მეკარის პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და ამით კმაყოფილები ვართ".

მოსამზადებელ ეტაპზე

"გუნდი ამ მზადებას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და დიდი შემართებით ვარჯიშობს. ვწუხვარ, რომ ჩვენს კანტერანოებს – ლასოსა და ლიორენტეს სათამაშო დრო ვერ მივეცი, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე მძიმე სათამაშო რიტმი უნდა შეინარჩუნო, რადგან ეს დრო თავის გამოჩენას ეთმობა. იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც ძირითადში თავი არ დაუმკვიდრებიათ, უნდა იმუშავონ, რათა დაამტკიცონ, რომ ამ გუნდში დარჩენა სურთ. ეს ყოველ მოსამზადებელ ეტაპზე ჩვეულებრივი მოვლენაა".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.