2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოვება გაუქმდა

2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოვება გაუქმდა

გამოცემა France Football-მა განაცხადა, რომ 2020 წელს "ოქროს ბურთის" გამარჯვებული არ გამოვლინდება...

პრესტიჟულმა ჟურნალმა ეს კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული გარემოებებით ახსნა, რის გამოც პრიზის გადასაცემად სამართლიანი პირობები არაა შექმნილი.

ეს პრიზის დაარსების დღიდან (1956) პირველი შემთხვევაა, როცა არცერთი ფეხბურთელი არ დაჯილდოვდება. 2010-2015 წლებში გამარჯვებულს აღნიშნული ჯილდო FIFA-ს ეგიდით გადაეცემოდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.