რამოსი Golden Foot-ის მოგების კანდიდატია

რამოსი Golden Foot-ის მოგების კანდიდატია

მიუხედავად იმისა, რომ წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოვება არ შედგება, ეს აკრძალვა Golden Foot-ის ჯილდოს არ ეხება...

ამ პრიზის მოგების ნომინანტთა შორის სერხიო რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი, სერხიო აგუერო, ნეიმარი, მოჰამედ სალაჰი, ჟერარ პიკე, არტურო ვიდალი და ლეო მესი მოხვდნენ.

ადრე ამ პრიზის გამარჯვებულები რობერტო ბაჯო (2003), პაველ ნედვედი (2004), ანდრეი შევჩენკო (2005), რონალდო (2006), ალესანდრო დელ პიერო (2007), რობერტო კარლოსი (2008), რონალდინიო (2009), ფრანჩესკო ტოტი (2010), რაიან გიგზი (2011), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012), დიდიე დროგბა (2013), ანდრეს ინიესტა (2014), სამუელ ეტო'ო (2015), ჯანლუიჯი ბუფონი (2016), იკერ კასილასი (2017), ედინსონ კავანი (2018) და ლუკა მოდრიჩი (2019) გახდნენ.

სასურველ ფეხბურთელზე ხმის მიცემა ამ ლინკიდან შეგიძლიათ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.